კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დიპლომისშემდგომი სასწავლო პროგრამა
შესავალი
საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება (სკბთს) ახორციელებს დიპლომისშემდგომ სწავლებას კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში (კბთ). სკბთს დაფუძნდა 2010 წელს. საზოგადოება წარმოადგენ ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) სრულ წევრს. საზოგადოების მიზანია, საქართველოში კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის განვითარება და კბთ-ს სწავლებაში ხელშეწყობა. სკბთს-ს ბაზაზე შემუშავდა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სასწავლო პროგრამა, რომელიც შესაბამისობაშია ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის მოთხოვნებთან.
სასწავლო პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, მომზადდეს მაღალკვალიფიცირებული კბთ თერაპევტები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) კრიტერიუმებს. ამის შედეგად, კურსის გავლისას მონაწილეები მიიღებენ ცოდნას:
1. კბთ-ს ფუნდამენტურ პრინციპებს და მისი გამოყენების დასაბუთების შესახებ;
2. სხვადასხვა აშლილობების დროს კბთ მოდელის შესახებ;
3. კლიენტებთან კოლაბორაციული სამუშაო ალიანსის დამყარებისა და შენარჩუნების შესახებ;
4. კბთ-ს კლინიკური სუპერვიზიის ქვეშ გამოყენების შესახებ და სხვადასხვა აშლილობების მქონე კლიენტების დახმარებას.
5. დიპლომისშემდგომი სერტიფიკატი აძლევს მონაწილეებს შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო ცოდნა, უნარები და სუპერვიზირებული კლინიკური გამოცდილება.
მოთხოვნები პროგრამაში მონაწილეთათვის:
ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობაა 20 მონაწილე.
პროგრამაში მიიღებიან ის პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ მოყვანილ მოთხოვნებს:
1. მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება, რაც დადასტურებულია შესაბამისი დიპლომით, სერტიფიკატით შემდგომ სპეციალობებში: ფსიქიატრი, ექიმი-ფსიქოთერაპევტი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი. (შენიშვნა: გამონაკლისის სახით, შესაძლებელია მივიღოთ სტუდენტები/ინტერნები, რომლებიც ამთავრებენ სასწავლებელს ზემითჩამოთვლილ სპეციალობებში.
2.მიღებული აქვთ შესაბამისი ცოდნა განვითარების ფსიქოლოგიის, ფსიქოპათოლოგიის, ფსიქიატრიის, ფსიქოთერაპიის ბაზისურ თეორიებში და კლინიკური კონსულტირების საფუძვლებში.
3. მიღებული განათლების შესაბამისად, გააჩნიათ შესაბამისი კომუნიკაციური და პრაქტიკური უნარ-ჩვევები კონსულტირების სფეროში (თერაპიული ალიანსის დამყარება, აქტიური მოსმენა, არავერბალური კომუნიკაცია და ა.შ.)
4. გააჩნიათ ზრდასრულ პირებთან მუშაობის გამოცდილება. გააჩნიათ შინაგან განვითარებაზე მუშაობის უნარი, საკუთარი ფსიქოლოგიური სიძნელეების გაცნობიერების და მათზე შესაბამისი მუშაობის უნარი და ა.შ.
5. კლინიკური პრაქტიკაში აცნობიერებენ და იცავენ ფსიქოთერაპიული პრაქტიკის ეთიკურ წესებს.
6. იცნობენ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საფუძვლებს და გააჩნიათ მისი ჩაღრმავებული სწავლის და კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენების მოტივაცია.
7. გააჩნიათ შესაძლებლობა სრულფასოვნად გაიარონ მოცემული პროგრამა (სემინარებზე დასწრება, მონაწილეობის მიღება სუპერვიზიაში და ინტერვიზიულ ჯგუფებში, საკმარისი დრო რეკომენდებული ლიტერატურის გაცნობისთვის, საკუთარი კლინიკური პრაქტიკის ორგანიზების უნარი შესაბამისი კატეგორიის კლიენტებთან, სწავლების საფასურის გადახდის საშუალება, წერითი სამუშაოს შესრულების მზაობა, ცალკეული თერაპიული სესიების აუდიო/ვიდეო ჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობა და ა.შ.)
8. გააჩნიათ ბაზისური კომოპიუტერული უნარები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, გააჩნიათ სკაიპით სარგებლობის გამოცდილება.
მოცემულ კრიტერუმებთან დაკავშირებით ცალკეული გამონაკლისების განხილვა მოხდება პროგრამის ორგანიზატორებთან.
კბთ პროგრამის შემადგენელი ნაწილები
კოგნიტურ-ბიჰევიორული თეორიის და პრაქტიკის სწავლება. მისი განხორციელება ხდება შემდეგნაირად:
ა. თეორიულ-პრაქტიკული სემინარი-მოდულები. სულ მცირე 240 აკადემიური საათი.
ბ. რეკომენდებული ლიტერატურის დამოუკიდებლად დამუშავება (სულ მცირე ოთხი სავალდებულო სახელმძღვანელოს დამუშავება), საშინაო დავალებების შესრულება და ა.შ. - თვითგანათლების სულ მცირე 300 საათი.
კბთ-ში სუპერვიზირებული კლინიკური პრაქტიკა:
1. სტუდენტებმა დამოუკიდებლად უნდა მოახდინონ კლინიკური პრაქტიკის ორგანიზება ფსიქოთერაპევტის როლში.
2. მეორე და მესამე სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტებმა უნდა დააგოვონ კბთ მეთოდით მუშაობის სულ მცირე 200 კლინიკური სამუშაო საათი სულ მცირე რვა კლიენტთან და სულ მცირე სამი ტიპის ფსიქიკურ აშლილობასთან (მაგალითად, დეპრესია, ოკა, სოციალური შფოთვა, ბულიმია და ა.შ.)
3. სულ მცირე სამი შემთხვევაზე სტუდენტს უნდა ჰქონდეს წერილობით თანხმობა თერაპიული სესიის აუდიო/ვიდეოჩანაწერზე (კონფიდენციალობის ყველა მოთხოვნის დაცვით) და წარადგინოს ეს ჩანაწერები სუპერვიზიის და შეფასებისთვის. შესაბამისად, სულ მცირე სამი შემთხვევა სტუდენტებმა უნდა „წაიყვანონ“ თავიდან ბოლომდე, თერაპიის დასრულებამდე სუპერვიზორის ხელმძღვანელობის ქვეშ.
სუპერვიზია:
ა. მთლიანად, 200 სუპერვიზიის საათი (როგორც ინდივიდუალური, ასევე - ჯგუფური). სტუდენტებმა უნდა წარადგინონ საკუთარი შემთხვევები ყოველი სუპერვიზიის დროს.
ბ. ჯგუფური სუპერვიზია ჩატარდება მცირე ჯგუფებში ორი ან სამდღიანი მოდულების ჩატარების პერიოდში, ასევე დამატებით მცირე ჯგუფებში (შესაძლებელია ასევე დისტანციური ონლაინ სუპერვიზიის გამოყენება) - ჯგუფური სუპერვიზიის სიხშირე საშუალოდ არის თვეში ერთხელ, ძირითადად, იწყება მეორე სასწავლო წლიდან. შეფასება– ტესტების/ გამოცდის, წერითი სამუშაოს, თერაპიის აუდიოჩანაწერის შფასებით, შემთხვევების წერილობითი აღწერის და სადიპლომო სამუშაოს შესრულების მეშვეობით.
სასწავლო წელი და სწავლის საფასური
კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაა 3 წელი. სასწავლო პროგრამა იწყება 2016 წლის თებერვალში.
თითოეულ წელს კურსის მონაწილე უნაღდო ანგარიშსწორებით იხდის 1500 ლარს. შესაძლებელია თანდათანობითი გადახდა (მაგ. ყოველთვიურად 125 ლარი , ორ თვეში ერთხელ 250 ლარი, ან 3 თვეში ერთხელ 375 ლარი).
საგნის განმეორებით მოსმენის შემთხვევაში სტუდენტი იხდის საგნის განმეორებით მოსმენის საფასურს; საფასური განისაზღვრება საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობის შესაბამისად, ხოლო ერთი ECTS კრედიტის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს კბთ საზოგადოების მიერ.
სასწავლო კურსზე მიღების პროცედურა
აპლიკანტმა უნდა წარადგინოს ქვემოთ მითითებული დოკუმენტები ელექტრონულ ფოსტაზე: geocbt@gmail.com, natiabadri@gmail.com
1) CV, 2) შევსებული კბთ პროგრამაში მიღების სააპლიკაციო ფორმა; 3) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 4) დიპლომის ასლი.
კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დიპლომისშემდგომი სასწავლო კურსის სტრუქტურა
თეორიული ტრენინგი (საათები)
უნარ-ჩვევათა ტრენინგი
ჯგუფური სუპერვიზია: შეფასება
ინდივიდუალური სუპერვიზია: თერაპია
I წელი
54
12
-
-
II წელი
60
24
50
50
III წელი
60
24
50
50
ჯამი
174
60
100
100
თეორიული ტრენინგის და უნარ-ჩვევათა ტრენინგის საერთო რაოდენობაა 234 საათი.
დამატებითი 250-300 საათი საჭიროა ლიტერატურის დამუშავებისთვის, სემინარის პრეზენტაციაზე მუშაობისთვის, შემთხვევების დაწერისთვის და ასევე, გაფართოებული შემთხვევის კვლევის დასაწერად.